16:04 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-24 02:14:02, 444 ნახვა

კომენტარი
ჯუანშერ ბურჭულაძე : ვაქცინაციასთან დაკავშირებით მივყვებით იმ პრაქტიკას, რაც მსოფლიოს სხვა ქვეყნებს აქვთ

ტელეკომპანია  „რუსთავი 2“-ში სტუმრობისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა  თავდაცვის  ძალებში  კორონავირუსის  გავრცელების პრევენციის მიზნით  განხორციელებულ ეფექტიან ღონისძიებებზე ისაუბრა და განაცხადა , რომ   სიტუაცია ამჟამადაც სათანადოდ კონტროლდება:

„ჯარში ჩვენ სიტუაციას  ვაკონტროლებთ მაღალ დონეზე, ჩვენი ციფრებიც ამას მეტყველებს, არაკეთილმოსურნეებს უნდოდათ, რომ ჯარში გვქონოდა აფეთქება პანდემიის თვალსაზრისით,  თუმცა ეს ვერ ვნახეთ“.

სამხედრო მოსამსახურეების ვაქცინაციის  პროცესთან  დაკავშირებით,  ჯუანშერ ბურჭულაძემ  აღნიშნა, რომ ჯარისკაცები რისკჯგუფს არ მიეკუთვნებიან, შესაბამისად,  ისინი  მომდევნო ეტაპებზე აიცრებიან.

მისი ინფორმაციით, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მყოფი  ქართველი სამხედროების ვაქცინაციას  საერთაშორისო პარტნიორები უზრუნველყოფენ:

„მათი ვაქცინაცია დაწყებულია და სანამ ჩვენ სამხედროებს სამშობლოში  დავიბრუნებთ,  პარტნიორები  მათ ვაქცინაციას უზრუნველყოფენ“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics