15:00 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-21 20:05:51, 474 ნახვა

კომენტარი
ზურაბ ჯაფარიძე - „ქართული ოცნების“ მოთხოვნების გამო ტექსტი იმდენად გააფუჭეს, უკვე მიშელისთვისაც შეურაცხმყოფელი იქნებოდა ჩანაწერები

„ქართული ოცნების“ მოთხოვნების გამო ტექსტი იმდენად გააფუჭეს, უკვე მიშელისთვისაც შეურაცხმყოფელი იქნებოდა ჩანაწერები“, - ამის შესახებ „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საკითხი პარტნიორების თავმოყვარეობის საკითხამდე მივიდა და მოლაპარაკებაც დაასრულეს.

„ჩემ პირადი აზრია, მე მგონია, საბოლოო ჯამში ამ ადამიანმა მოლაპარაკებები დაასრულა არა იმის გამო, რომ მიხვდა შეთანხმება შეუძლებელი იყო, უბრალოდ ტექსტი იმდენად კიდევ უფრო ისე უნდა გაეფუჭებინა და განეზოგადებინა ბევრი სხვა მიმართულებით, თავი რომ დავანებოთ ვადამდელს, რომ უკვე პირადად შარლ მიშელის თავმოყვარეობის ამბავი იდებოდა სასწორის პინაზე.

ანუ, შეიძლება, ზოგად ბოდვაზე ვინმე დათანხმებულიყო, მაგრამ უკვე მიშელისთვისაც შეურაცხმყოფელი იქნებოდა ეგეთი ზოგადი ჩანაწერები რომ ყოფილიყო. იმდენად გააფუჭეს ოცნების მოთხოვნების გამო ის რაღაცა ტექსტი“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics