07:12 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-17 11:56:47, 290 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - დომბროვსკისის საქართველოში სტუმრობა ძლიერი მესიჯია ევროკავშირის მხრიდან, თუ რამდენად უჭერს მხარს ჩვენს ქვეყანას

საქართველოს ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკისი ეწვევა, რომელიც ზაფხულში დაგეგმილი ასოცირების წევრი ქვეყნების ეკონომიკური მინისტერიალის ფარგლებში ჩამოვა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის თქმით, ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტთან დღეს გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები იქნა განხილული. 

„მნიშნელოვანია, რომ მან თანხმობა მოგვცა, საქართველოში გვესტუმროს ამ ზაფხულს, როცა ასოცირების წევრი ქვეყნების ეკონომიკური მინისტერიალის ჩატარება იგეგმება. ის ფაქტი, რომ  ვიცე-პრეზიდენტი პირადად აპირებს ჩვენთან სტუმრობას, ძლიერი მესიჯი იქნება ევროკავშირის მხრიდან, თუ რამდენად უჭერს მხარს საქართველოს, როგორც თავის პარტნიორს, თავის დასაყრდენს", - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics