|
2021-03-11 15:22:28, 528 ნახვა
კომენტარი
გიორგი ვაშაძე - ხელები შორს თავისუფალი მედიისგან
„ხელები შორს თავისუფალი მედიისგან“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძე ეხმაურება სასამართლოს მიერ პროკურატურისთვის „ტვ. პირველიდან“ ჩანაწერების შესახებ მასალის ამოღების უფლების მიცემაზე და განაცხადა, რომ ხელისუფლებას ამ ნაბიჯით სურს დაადგინოს პირი, რომელმაც ტელევიზიას ჩანაწერები მიაწოდა, რათა შემდეგ შანტაჟი განახორციელოს. „მათ რომ უბრალოდ ჩანაწერები ნდომოდათ, აბსოლუტურად სხვანაირად მოიქცეოდნენ. მაგრამ მათ უნდათ აიღონ ის კონკრეტული მატარებელი, რომლითაც გადაეცა „ტვ. პირველს“ მასალა და ამ მატარებლიდან გამომდინარე სურთ დაადგინონ, ვისგან მოდის ეს ინფორმაცია, რომ მერე იმ ადამიანზე შანტაჟი დაიწყონ. ეს არის დაუშვებელი. სრული თანადგომა თავისუფალ მედიას. პირდაპირ ვაცხადებ, ხელები შორს თავისუფალი მედიისგან“, - განაცხადა ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)