05:27 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-02 22:09:40, 646 ნახვა

კომენტარი
თენგიზ ცერცვაძე - თუ გვინდა ევროპული ვაქცინა, ცოტა უნდა მოვიცადოთ

„თუ გვინდა ევროპული ვაქცინა, ცოტა უნდა მოვიცადოთ“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსულ ვაქცინა ნდობას არ იმსახურებს და საქართველო მასზეც უარს იტყვის.

„რუსულ ვაქცინას არც ვახსენებ, რადგან ის არც ნდობას იმსახურებს და თან პოლიტიკურად მიუღებელია - კარგიც რომ იყოს, მაინც უარს იტყვის საქართველო, მაგრამ ჩინური ხომ პოლიტიკურად ნეიტრალურია? ჩვენ მზად ვიყავით დიდი ხნის წინ ჩინური ვაქცინის შესაძენად, მაგრამ გახსოვთ, რა ამბავი იყო? ზუსტად იგივე ანგაჟირებულმა ტელევიზიებმა და რიგმა ექიმებმა გაგვაკრიტიკეს - მოვუსმინეთ და არ შემოგვაქვს, მაგრამ ახლა, როცა ჩვენმა მეზობლებმა ჩინური ვაქცინით აცრა დაიწყეს, დანაშაულად გვითვლიან, რომ აზერბაიჯანმა და თურქეთმა დაიწყეს და ჩვენ ვერ დავიწყეთ.

სიმართლე ის არის, რომ მათ დაიწყეს ჩინური ვაქცინით. ახლა ავირჩიოთ - თუ გვინდა ევროპული ვაქცინა, ცოტა უნდა მოვიცადოთ, ან არ უნდა ვთქვათ უარი ჩინურ ვაქცინაზე“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics