|
2021-02-24 15:45:00, 654 ნახვა
სამხედრო
სამხედრო მოსამსახურეები ოკუპაციის მუზეუმს ესტუმრნენ
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები, ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, ეროვნულ მუზეუმში იმყოფებოდნენ. პანდემიის პერიოდში მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების გათვალისწინებით დაკეტილი ოკუპაციის მუზეუმი დღეს სპეციალურად სამხედრო მოსამსახურეებისთვის გაიხსნა. პირადმა შემადგენლობამ ოკუპაციის მუზეუმის ექსპონატები დაათვალიერა და ქვეყნის ოკუპაციის ისტორიის უცნობი ფაქტების შესახებ ისტორია მოისმინა. სამხედროების მუზეუმში სტუმრობა უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის საფუძველზე, კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციების დაცვით განხორციელდა. სამხედრო მოსამსახურეების ეროვნულ მუზეუმში სტუმრობას შემეცნებითი ხასიათი აქვს და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას ემსახურება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)