10:56 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-23 14:20:49, 557 ნახვა

კომენტარი
გია ვოლსკი - სახალხო დამცველი არის „ნაცდამცველი“, ამ სახელწოდებას მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ ჩამოიშორებს

სახალხო დამცველი არის „ნაცდამცველი“, ამ სახელწოდებას მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ ჩამოიშორებს, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას განცხადებას ნიკა მელიას დაკავების საქმესთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ნინო ლომჯარია, ვითარებას სამართლებრივი შეფასებები უნდა მისცეს.

„ნინო ლომჯარიამ ამ ემოციურ შეძახილებს სჯობს თავი დაანებოს და სამართლებრივად შეაფასოს ვითარება, რამდენად დაცული იყო ადამიანის უფლებები, როცა ნიკა მელიას აკავებდნენ, გადააჭარბა თუ არა პოლიციამ ძალას. სწორია თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება, ამაზეც კი შეუძლია იმსჯელოს, მაგრამ რა იყო სამარცხვინო მე უკეთ ვიცი. სამარცხვინოა, როდესაც ადამიანებს დედას აგინებენ პირდაპირ ეთერში, პრეზიდენტს ისეთი სიტყვებით ამკობენ, რომელიც გამოწვევაა მთელი საზოგადოებისთვის და სახალხო დამცველი დუმს. სახალხო დამცველი არის „ნაცდამცველი“, რომელსაც აბსოლუტურად მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ ჩამოიშორებს ამ მისი საქმიანობის შეფასებას და სახელწოდებას. დაფიქრდეს, სამართლებრივი შეფასებები მისცეს იმ ვითარებას და ამ თემასთან დაკავშირებით ვიკამათოთ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში სამართალდამცველების მიერ ნიკა მელიას დაკავების საკითხს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, არაფერი იმაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო 23 თებერვალს, როგორც ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევა და ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics