15:22 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-22 09:21:48, 391 ნახვა

კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე: სელექტიური კონტრაქტირება წარმატებით განხორციელდა პირველადი ჯანდაცვის სექტორში

პარლამენტში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრობის კანდიდატმა  ეკატერინე ტიკარაძემ  სელექტიური კონტრაქტირების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საჯარო სამედიცინო დაწესებულებების გაძლიერების პარალელურად, სახელმწიფო კვლავ მდგრადად განაგრძობს კერძო სექტორის მხარდაჭერას და დაფინანსებას შესაბამისი პროგრამების ფარგლებში.

 „კერძო სექტორს თავის მხრივ ექნება ვალდებულება დააკმაყოფილოს სელექტიური კონტრაქტირების პირობები. სელექტიური კონტრატირება წარმოადგენს ერთგვარ ფილტრს, რომლის საშუალებით შეირჩევა მაღალი სიმძლავრის, პაციენტის ინტერესებსა და ხარისხზე ორიენტირებული დაწესებულებები. სწორედ მსგავს დაწესებულებებზე მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტი, რათა ის მოცულობითი თანხები, რომელიც იხარჯება ჯანდაცვაზე, იყოს უფრო მიზნობრივი და შედეგზე ორიენტირებული.

 მინდა აღვნიშნო, რომ სელექტიური კონტრაქტირება უკვე წარმატებით განხორციელდა პირველადი ჯანდაცვის სექტორში. საბოლოდ, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო დაწესებულებებს ექნებებათ მკაფიოდ განსაზღვრული ნიშა სამედიცინო ბაზარზე, რომელიც უპირობოდ იქნება დამყარებული ჯანსაღი კონკურენციის პრინციპზე",-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics