|
2021-02-21 21:54:50, 343 ნახვა
კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე: მომდევნო 4 წლის მანძილზე, ჩვენი გეგმის თანახმად 13 000 დევნილი მიიღებს საცხოვრებელს
„ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ ვიზრუნებდით საკუთარ სამშობლოში დევნილ მოსახლეობაზე და ამ პირობას ჩვენ ურყევად ვასრულებთ",-ამის შესახებ ეკატერინე ტკარაძემ , პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა. მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, სამინისტროს მიერ უკვე დაკმაყოფილდა 23 000-მდე დევნილი ოჯახი. „2021 წლისთვის დაგეგმილი გვაქვს 3500-მდე დევნილი ოჯახის ბინებით დაკმაყოფილება. ხოლო მომდევნო 4 წლის მანძილზე, ჩვენი გეგმის თანახმად 13 000 დევნილი მიიღებს საცხოვრებელს. გარდა საცხოვრებლით უზრუნველყოფისა, ჩვენი ამოცანაა დევნილებს დავეხმაროთ სოციალურ ინტეგრაციაში, დასაქმებასა და ეკონომიკურ გაძლიერებაში. ამ მიზნით ჩვენ მათ ვუწევთ მნიშვნელოვან მხარდაჭერას დასაქმების, საარსებო წყაროების შექმნისა და პირადი ბიზნეს საქმიანობის განხორციელებისთვის. ჯანმრთელი მოქალაქე, სოციალური კეთილდღეობა და ღირსეული შრომითი გარემო კვლავ რჩება ჩვენი უწყების ურყევ პრიორიტეტად", - განაცხადა ტიკარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)