|
2021-02-21 21:23:22, 333 ნახვა
კომენტარი
ვახტანგ გომელაური - პარლამენტში ოპოზიციის არყოფნა დისკომფორტია, მოვუწოდებ მათ, შემობრძანდნენ და აქ გავმართოთ დებატები
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა ოპოზიციას საკანონმდებლო ორგანოში შესვლისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, ოპოზიციის პარლამენტში არყოფნა დისკომფორტს წარმოადგენს. „რა თქმა უნდა, ოპოზიციის არყოფნა დისკომფორტია, თუმცა ბატონმა ალეკო ელისაშვილმა მწვავე კითხვები დამისვა ესებუაზე და პასუხი გავეცი. რა თქმა უნდა, დისკომფორტია და ქვეყნისთვის არის პირველ რიგში ცუდი. არ მგონია, ჩვენი გუნდის რომელიმე წევრმა თქვას, რომ ეს კარგია და მოსწონს. როდესაც ჩვენ გვინდა ევროპისკენ, ნატოსკენ წასვლა, ეს თემა არ არის სწორი და კარგი. მოვუწოდებ ჩვენს ოპოზიციას, შემობრძანდნენ და აქ გავმართოთ დებატები და არა ქუჩაში, ჭიდაობასა და ერთმანეთის ლანძღვაში. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს სიძულვილის ენა, ერთმანეთის ლანძღვა, მათი ოჯახის წევრების და ა.შ.“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)