|
2021-02-21 21:05:31, 274 ნახვა
კომენტარი
ჯუანშერ ბურჭულაძე: ჩვენი თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან მართლაც სამაგალითოა
„ის უპრეცედენტო თანამშრომლობა, რომელიც ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან გვაქვს კიდევ უფრო გაძლიერდება და საფუძველი გახდება უფრო მეტი პრაქტიკული თანამშრომლობისა“, - ასე შეაფასა თავდაცვის მინისტრობის კანიდატმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა და ის პრაქტიკული თუ პოლიტიკური მხარდაჭერა გაიხსენა, რასაც აშშ უკანასკნელ წლებში ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში გამოხატავდა: „მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ისტორიული თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელებისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გაზრდილი საგარეო სამხედრო დაფინანსებისთვის, ნატოში ინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის ურყევი მხარდაჭერისა და საქართველოს თავდაცვიუნარიანობის გაძლიერებისთვის“, - განაცხადა ბურჭულაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)