13:23 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-21 20:51:38, 279 ნახვა

კომენტარი
ვახტანგ გომელაური: მომსახურების სააგენტოში ახალი სერვისები დაინერგა

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საპარლამენტო განხილვაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში დანერგილი სერვისების შესახებ ისაუბრა და დაგეგმილი პროექტები წარადგინა.

მისი თქმით, პანდემიის პირობებში მომსახურების სააგენტო  მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადავიდა და  მოქალაქეებს სერვისების ნაწილი ონლაინ, დისტანციურად  მიეწოდებოდათ. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში განთავსდა დამცავი მინის ბარიერები და მოეწყო რიგის მაკონტროლებელი ჯებირები.

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სააგენტოში  ახალი სერვისები დაინერგა.

„2020 წლის ოქტომბრიდან, დაინტერესებულ პირებს საშუალება მიეცათ,  დისტანციურად, სააგენტოში მოსვლის გარეშე განახორციელონ იარაღის რეგისტრაცია. იარაღის რეგისტრაციისას  სააგენტო სთავაზობს დაინტერესებულ პირებს საფოსტო მომსახურებასაც. რუსთავში განახლდა ცენტრალური სარეგისტრაციო დარბაზი და სააგენტოს თანამშრომლებს განუახლდათ ფორმები“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის თქმით, მომსახურების სააგენტოში  დისტანციური მომსახურების სხვა სერვისებიც დაინერგება.

„მოქალაქეები სატრანსპორტო საშუალებებს ონლაინ, სპეციალური პროგრამის საშუალებით დაარეგისტრირებენ. იგეგმება მოპედების რეგისტრაცია, მოპედებზე მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარება და მართვის მოწმობის გაცემა“,-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics