15:22 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-21 17:43:52, 367 ნახვა

კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე: სამედიცინო ჰოლდინგს ეტაპობრივად სტრატეგიული მნიშვნელობის სხვა სახელმწიფო დაწესებულებებიც შემოუერთდება

პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრობის კანდიდატმა  ეკატერინე ტიკარაძემ სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  სახელმწიფო დაწესებულებების გამართულად ფუნქციონირებისთვის სწორი, ორგანიზაციული და ინსტიტუციური მოწყობაა საჭირო.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამედიცინო ჰოლდინგის მთავარი ამოცანა, კლინიკების  მართვის ეფექტურობის ამაღლება, ხარისხიანი სერვისების მიწოდება და ჯანსაღი კონკურენციის პირობებში სერვისების განვითარებაა.

„ჰოლდინგის მთავარი ორიენტირი არის სოციალური პასუხისმგებლობა და ჯანდაცვის პოლიტიკის მიზნების  უპირატესობა. ჰოლდინგს ეტაპობრივად შემოუერთდება სტრატეგიული მნიშვნელობის სხვა სახელმწიფო დაწესებულებებიც.  ჰოლდინგის ეფეტური საქმიანობის პირველი შედეგები ჩვენ უკვე ვიხილეთ რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითზე. 25 იანვარს ჩვენ გავხსენით ახალი კოვიდ განყოფილება, რომელიც სრულად აღჭურვილი 400 საწოლით მოემსახურება პაციენტებს. რესპუბლიკური საავადმყოფოს მასშტაბური რესურსი, რომელიც წლების მანძილზე გამოუყენებელი რჩებოდა, ეტაპობრივად რეაბილიტირდება და სულ მალე სრლი დატვირთვით მოემსახურება ჩვენს მოსახლეობას. მსგავსი რეაბილიტაცია და განახლება შეეხება ჰოლდინგის ქვეშ გაერთიანებულ ყველა დაწესებულებას",-განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა, ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics