|
2021-02-20 12:20:20, 440 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, რომ ტურიზმი დროულად წამოდგეს ფეხზე
„ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, რომ ტურიზმი, როგორც პანდემიის შედეგად ყველაზე დაზარალებული სექტორი, დროულად წამოდგეს ფეხზე," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი განცხადებით, სამინისტროში ტურისტულ ბიზნესებთან ერთად ტურიზმის განახლებული მარკეტინგული სტრატეგიის განხილვა მიმდინარეობს. „მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, ტურიზმის სექტორი განსაკუთრებული ზრუნვის საგანი იყო. სამომავლოდ, ვიზიტორებისთვის უფრო მეტად დივერსიფიცირებული და ხარისხზე ორიენტირებული ტურისტული პროდუქტები იქნება შეთავაზებული. ჩვენ დღეს ვპოზიციონირებთ, როგორც უსაფრთხო ტურისტული ქვეყანა. ვფიქრობ, რომ ტურიზმის აღდგენა ამ მიმართულებით სწრაფად მოხდება," - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა. ამავე დროს, ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ დარგები, რომლებიც ამჟამად, წერტილოვანი შეზღუდვის ფარგლებში, შეზღუდულად საქმიანობენ, უსაფრთხოდ, მაგრამ სრულად უნდა ამუშავდნენ. „ეს არის ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღების საწინდარი და ამაზე გვექნება მსჯელობა განახლებული კაბინეტის ფარგლებში," - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)