2021-02-11 14:03:10, 508 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძე - წელს ახალი წელი მოკრძალებულად უნდა აღვნიშნოთ, არ უნდა იყოს დიდი ბახუსი
„წელს ახალი წელი მოკრძალებულად უნდა აღვნიშნოთ, არ უნდა იყოს დიდი ბახუსი“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძის თქმით, ახალ წელს მხოლოდ ოჯახის წევრები უნდა იყვნენ.
„წელს უნდა იყოს ისეთი ახალი წელი, რომელიც ჩვენ უნდა აღვნიშნოთ ძალიან მოკრძალებულად. მხოლოდ ოჯახის წევრების შეკრება, მაქსიმუმ 4-5 ადამიანი ოჯახში, არა დიდი სუფრები უნდა ვთქვათ ამაზე უარი, არა დიდი თავშეყრები რა დიდი ბახუსი და არა დიდი მობილობა და მოძრაობა“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან