04:25 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-01 19:27:59, 473 ნახვა

კომენტარი
ზურა ჯაფარიძე - საუბარი სადეპუტატო მანდატების ვადის გახანგრძლივებაზე ერთი ადგილის თამაშია

„საუბარი სადეპუტატო მანდატების ვადის გახანგრძლივებაზე ერთი ადგილის თამაშია“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე ტყუილია.

„მთელი თემის გადატანა იმაზე, რომ თითქოს მოლაპარაკებები არის პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე სისულელეა, ტყუილია უბრალოდ არ არის შესვლა-არშესვლაზე ეს მოლაპარაკებები.

ეს არის მთავარი თემა ოცნებისთვის, თორე არასოდეს არ ყოფილა სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის და იქ სხედან ოპოზიციური პარტიები, რომლებიც იძახიან, რომ მათ შორის ამ პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, 4 პუნქტი რომ არ ის წარდგენილი, თუ დააკმაყოფილეს, იმ შემთხვევაშიც არ აპირებენ ისინი პარლამენტში შესვლას.

ეს მათ შორის, მოლაპარაკებების მაგიდაზეც ისმოდა.

ეხლა რომ რაღაც ვადა იწურება, ყველამ ვიცოდით მანამდე, მეც ვიცოდი და მიუხედავად ამისა, გადავდგი ეს ნაბიჯი და ეხლა, როდესაც ოცნება არ მოდის დათმობაზე, საუბარი იმაზე, რომ მოდი ეხლა კიდე ვადა გავახანგრძლივო, იქნებ დარჩეს რაღაცა შანსი და რაღაცები, ჩემი აზრით არის ერთი ადგილის თამაში, ჩემი მხრიდან იქნება ერთი ადგილის თამაში, სხვას არავის არ ვეხები, მე რაც ვთქვი, ჩემ სიტყვაზე ვარ მე პასუხისმგებელი“, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics