11:58 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-30 11:01:30, 875 ნახვა

სამხედრო
ალექსანდრ ვერშბოუ ვაზიანის პოლიგონზე საველე სწავლებას დაესწრო

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ ვაზიანის პოლიგონზე  საქართველოს თავდაცვის მინისტრთან და შეიარაღებული ძალების უფროსთან ერთად საველე სწავლებას დაესწრო.

ასეულის  ტაქტიკური ჯგუფის პროგრამა  სპეციალურად  ვერშბოუსთვის შემუშავდა.

„ჩვენ ვიმყოფებით ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, სადაც  ქართული შეიარაღებული ძალების მომზადებას ვადევნებთ თვალს. აშკარაა ის  სამუშაო, რაც ბოლო წლების განმავლობაში  საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩატარდა. საქართველო აქტიურად მონაწილეობს ავღანეთის  სამშვიდობო მისიაში. თანამშრომლობა კი ალიანსსა და საქართველოს შორის  კიდევ უფრო ღრმავდება, რასაც ის ფაქტიც მოწმობს, რომ უახლოეს მომავალში აქ ნატოს საწვრთნელი  ცენტრი გაიხსნება“, - განაცხადა ვერშბოუმ.

ამასთან, თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მიმდინარეობს ნატო-სთან  ერთობლივი წვრთნის შეფასების ცენტრის ადგილის მოძიება.

„ძიების პროცესი გრძელდება  და ვაზიანი არის ერთ-ერთი ადგილი, სადაც შეიძლება ნატო-ს საწვრთნელი ცენტრი გაიხსნას“,-განაცხადა ჯანელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics