09:27 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-25 19:27:01, 621 ნახვა

კომენტარი
იაგო ხვიჩია - ნიკა მელიამ დამირეკა, მომეჩვენა, რომ დამემუქრა

ნიკა მელიამ დამირეკა, მომეჩვენა, რომ დამემუქრა, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, თუ ეს მართლა მუქარა იყო, მიმართავს საქართველოს პარლამენტს, რომ იარაღის ტარების ნებართვა ჰქონდეს.

„დამირეკა, ცუდი საუბარი გვქონდა, სამწუხაროდ. მე მომეჩვენა, რომ დამემუქრა კიდეც. ამიტომ მინდა, თქვენი მეშვეობით გავარკვიო, მართლა მემუქრება ნიკა მელია, თუ ზოგადად გაბრაზებულზე იცის ასეთი ლაპარაკი.

მე მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა. ნიკა მელია ჩემზე დიდია ფიზიკურად. ჩემზე მორევა შეუძლია. მე პარლამენტის წევრი ვარ, მაქვს იარაღის ტარების უფლება. თუ ეს მართლა მუქარაა და მემუქრება ბატონი მელია და დაადასტურებს თქვენი ეთერით, მე უნდა მივმართო საქართველოს პარლამენტს, თუ ვისაც არ უნდა იყოს, იმას, რომ იარაღის ტარების ნებართვა მქონდეს, რადგან მურუსიძის სასამართლოს იმედად და პოლიციაში ხომ არ ვუჩივლებ ჩემს პარტნიორს. მე ასეთი ადამიანი არ ვარ, ამ სასამართლოში არ ვუჩივლებ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics