09:38 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-21 11:15:45, 576 ნახვა

კომენტარი
გიორგი გახარია - 2021 წლის ბოლომდე საქართველოში აცრილი უნდა იყოს მოქალაქეების მინიმუმ 60%

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს დამტკიცდება გეგმა, რომლის მიხედვით, 2021 წლის ბოლომდე საქართველოში კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი უნდა იყოს მოქალაქეების მინიმუმ 60%.

პრემიერმა დაასახელა ის რისკ-ჯგუფები, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველები აიცრებიან.

„ეს სამუშაო ჯგუფი შეიქმნა 15 დეკემბერს, რომლის მუშაობაშიც მუშაობა ყველა დაინტერესებულმა მხარემ მიიღო და დღეს ჩვენ უნდა განვიხილოთ და დავამტკიცოთ ეს გეგმა, რომლის მიზანი, რომ 2021 წლის ბოლომდე საქართველოში მინიმუმ აცრილი იყოს ვაქცინით ჩვენი მოქალაქეების 60%.

პირველ ეტაპზე ქვეყანაში აიცრებიან ის მიზნობრივი ჯგუფები, რომლებიც არიან ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ, ეს იქნებიან სამედიცინო სფეროს თანამშრომლები, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულების ფენეფიციარები, ჩვენი ხანდაზმულები 75 წელს ზემოთ და შემდგომ უკვე 60-75 წლამდე ყველა ჩვენი თანამოქალაქე”, - განაცხაა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics