21:05 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-18 23:52:34, 930 ნახვა

კომენტარი
იაგო ხვიჩია - თუ ვინმეს რევოლუცია უნდა, მე თანახმა ვარ

„თუ ვინმეს რევოლუცია უნდა, მე თანახმა ვარ“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეძებდა ოპოზიციაში ხალხს, ვიცნ რევოლუციას მოაწყობდა, თუმცა ვერავინ იპოვა.

„ვიძახდი, რომ თუ ვინმე რევოლუციას აპირებთ, მე ვარ რევოლუციონერი.

ვეძებდი და ვერავინ ვერ ვიპოვე, ვინც რევოლუციის მომწყობი იყო. სხვათაშორის, ვაშაძესთანაც რომ ვიყავით, რომ ვიყავით ბადრი ჯაფარიძესთან, რომ ვიყავით ნაციონალურ მოძრაობასთან, პირველი კითხვა იცით რა იყო? ხალხო, თუ რევოლუციას აწყობთ, აგერ არის სანდრო რაქვიაშვილი, რევოლუციების სპეციალისტი, რომელმაც იცის ყველა რევოლუცია როგორ ხდება ამ სამყაროში.

ალეკო ელისაშვილმა რომ თქვა, ლელოს უნდოდა და რევოლუციაზე საუბრობდაო, თავი იგრძნეს შეურაცხყოფილად, მე არ ვგრძნობ თავს შეურაცხყოფილად, ვინმემ რომ მითხრას, აგერ, ძმაო, მოდი, რევოლუცია მოვაწყოთო, მე არამგონია, რომ ეს შეურაცხყოფაა, უბრალოდ, რევოლუციას ჭირდება ერთი ადგილი და ეს ასე არ ხდება ჰაერში.

თუ ეს ადგილი გაქვს, მე თანახმა ვარ, წავიდეთ რევოლუციაზე“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics