16:52 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-17 12:51:09, 737 ნახვა

კომენტარი
ნინო წილოსანის განცხადებით, ადამიანებს წაკითხულიდან ან მოსმენილიდან შინაარსის გამოტანა უჭირთ

ნინო წილოსანის განცხადებით, ადამიანებს წაკითხულიდან ან მოსმენილიდან შინაარსის გამოტანა უჭირთ.

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს.

„სამწუხაროდ , ხშირად ადამიანებს წაკითხული ან მოსმენილიდან  შინაარსის გამოტანა უჭირთ. ამოგლეჯილად რაღაც სიტყვას ჩაეჭიდებიან და მერე   მთლიან  კონტექტს კარგავენ . ეს საბჭოთა განათლების სისტემამ დაგვიტოვა და ვშიშობ  ახლაც განსაკუთრებთ მაღალ საფეხურზე  არ უნდა ვიყოთ ამ კუთხით..

მთელი ჩემი გურიაში ჩასვლის, ადგილობრივი ქრისტიანი და მუსლიმი მაცხოვრებლების უთანხმოების განმუხტვის მცდელობა და ყველა ჩემი კომენტარი იმ განწყობას იზიარებდა რომ ჩვენი მუსმილი მოქალაქეები საქართველოს , ჩვენი ქვეყნის შვილები არიან და რომ  საქართველოს ქრისტიან და მუსლიმ შვილებს გასაყოფი არაფერი აქვთ!!

ამის პარალელურად სეირის მაძიებელი მედიის მხრიდან რაღაც მექანიკური შეცდომით გაჯერდა სივრცე. ან დამირეკეთ და მკითხეთ სწორად გაიგეთ თუ არა, ან   დაინტერესდით ვგულისხმობდი თუ  არა რასაც დაატარებთ წინ და უკან... ერთი ორი გამონაკლისი ჟურნალისტის გარდა ეს სტანდარტი სხვებისთვის ალბათ არაამქვეყნიურია .. 

ამიტომ აქ კიდევ ერთხელ ვამბობ რომ საქართველოს მოქალაქე- ქრისტიანი, მუსლიმი  თუ სხვა რელიგიური მრწამსის ადამიანი არის ჩვენი ქვეყნის შვილი და სახელმწიფოს მხრიდან ექნება თანასწორი მხარდაჭერა , ისევე როგორც დაფასება

ამ პოსტის ბოლოს კი კითხვა : მართლა შინაარსი ვერ გაიგეს თუ განზრახ მავნებლობას ქონდა ადგილი (?)“, - წერს ნინო წილოსანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics