2021-01-10 21:39:09, 520 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძე - გაანალიზდება ქვეყანაში ეპიდსიტუაცია, ამის მიხედვით გადაწყდება შემდეგი ნაბიჯები
„გაანალიზდება ქვეყანაში ეპიდსიტუაცია, ამის მიხედვით გადაწყდება შემდეგი ნაბიჯები“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანემა, ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ შემსუბუქებამდე და შემსუბუქების შემდეგ მიღებული შედეგებიც შეჯერდება.
„გაანალიზდება ქვეყანაში ეპიდსიტუაცია, ასევე, ის პროგრესი, რასაც მივაღწიეთ შემზღუდველი ღონისძიებებით ნოემბრის ბოლოდან მოყოლებული დეკემბრის 24-მდე.
შემდეგ გავაანალიზებთ იმას, თუ რა შედეგები მოგვცა 24-ის შემდეგ შემსუბუქების პოლიტიკამ. ამის მიხედვით მიიღება შემდეგი ნაბიჯების გადაწყვეტილება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,