2021-01-08 21:56:30, 668 ნახვა
კომენტარი
დავით ზალკანიანი - ანტისემიტიზმის უმცირესი გამოვლინება ვერასოდეს იპოვის ადგილს ქართველის გულსა და ცნობიერებაში
„ანტისემიტიზმის უმცირესი გამოვლინება ვერასოდეს იპოვის ადგილს ქართველის გულსა და ცნობიერებაში“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ქართველი და ებრაელი ხალხის ისტორია ძმობის, მეგობრობის, გვერდში დგომის ისტორიაა.
„ქართველი და ებრაელი ხალხის ისტორია ძმობის, მეგობრობის, გვერდში დგომის ისტორიაა, ყველა ქვეყნისა თუ ერისთვის მისაბაძი.
ანტისემიტიზმის უმცირესი გამოვლინებაც კი ვერასოდეს იპოვის ადგილს ქართველის გულსა და ცნობიერებაში.
ქართველი და ებრაელი ხალხის მომავალი მუდამ იქნება ძმობა და ერთობა“, - წერს დავით ზალკანიანი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,