2021-01-04 19:29:52, 1047 ნახვა
კომენტარი
მსოფლიო სიონისტური ორგანიზაცია - მიტროპოლმა იოანემ ებრაელი ერი შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენია
„მიტროპოლმა იოანემ ებრაელი ერი შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენია“, - ამის შესახებ მსოფლიო სიონისტური ორგანიზაციის ანტისემიტიზმის მონიტორინგის სამსახურმა განაცხადა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიტროპოლიტმა იოანემ ებრაელ ერს „ქრისტიანთა მდევნელები“ და „ურწმუნო მოდგმა“ უწოდა.
„20 დეკემბრის წირვის განმავლობაში მიტროპოლიტმა იოანემ ებრაელი ერი რამდენჯერმე მოიხსენია შეურაცხმყოფელ კონტექსტში.
მან ებრაელებს „ქრისტიანთა მდევნელები“ და „ურწმუნო მოდგმა“ უწოდა.
მსგავსი სიტყვების გამოყენება კი ებრაელი ხალხის და იუდაიზმის დემონიზაციაა და იმეორებს იმ საშიშ სტერეოტიპს, რომ მთელ ერს კოლექტიური პასუხისმგებლობა ეკისრება ქრისტეს ჯვარცმაზე“, - წერს მსოფლიო სიონისტური ორგანიზაცია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,