2020-12-29 20:01:12, 809 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე - სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე კენჭისყრა უცხოელი პარტნიორების თხოვნით გადავდეთ
„სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე კენჭისყრა უცხოელი პარტნიორების თხოვნით გადავდეთ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხდა.
მან ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული კენჭისურა თებერვალში გაიმართება.
„ჩვენ უცხოელმა პარტნიორებმა გვთხოვეს, რომ დეკემბერში არ გვეჩქარა, თუმცა თებერვალში ეს თარიღი აუცილებლად მოვა.
თებერვალში კენჭი აუცილებლად ეყრება სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას.
კენჭისყრა შეგვიძლია, მაგრამ უცხოელმა პარტნიორებმა გვთხოვეს და მათი თხოვნა გავითვალისწინეთ, მათ შორის დიპლომატებიც იყვნენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,