09:14 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-29 19:09:47, 757 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციას ეშინია, რადგან იცის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა

„ოპოზიციას ეშინია, რადგან იცის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ არჩევნების გაყალბება ოპოზიციის პრაქტიკა იყო და ეს პრაქტიკა 2012 წლიდან დასრულდა.

„ჩვენ რაც შევთავაზეთ ოპოზიციას, ყველაფერი არის საჯარო. ჩვენ შევთავაზეთ მათ შედეგების გადათვლა, გადამოწმება და კიდევ ერთხელ ვთავაზობთ ამ ყველაფერს, მათ შორის საგამოძიებო კომისიის ფარგლებში.

თუ ისინი აღმოაჩენენ თუნდაც მიზერულ გადახრას, ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, დავნიშნოთ რიგგარეშე არჩევნები. თუმცა, მათ აქვთ ძალიან მოკრძალებული პოზიცია ამ წინადადებასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ეშინიათ. ეშინიათ იმის გამო, რომ რეალურად იციან, რომ არჩევნები არ გაყალბებულა საქართველოში.

ისინი ვერ აღმოაჩენენ ვერც 1-პროცენტიან და ვერც 0.1-პროცენტიან გადახრას ქართული ოცნების სასარგებლოდ. არჩევნების გაყალბება იყო მათი პრაქტიკა და ეს პრაქტიკა 2012 წლიდან აღიკვეთა საქართველოში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics