03:40 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-28 18:52:26, 581 ნახვა

კომენტარი
გიორგი კაკაურიძე: დეფიციტისა და ვალის შესამცირებლად ქვეყნის შიგნით არსებული რესურსი უნდა გამოვიყენოთ

დეფიციტისა და ვალის შესამცირებლად უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის შიგნით არსებული რესურსი, რისთვისაც გასატარებელია ეკონომიკური რეფორმები, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დამატებითი ინვესტიციები მიიმართოს ინფრასტრუქტურის განვითარებაში, კაპიტალური პროექტების ხარჯზე დეფიციტის შემცირება გრძელვადიან პერიოდში, არ იქნება სწორი და მიზანშეწონილი, ამიტომ მისი განცხადებით, საჭიროა იმ რესურსების გამოყენება, რაც არსებობს ქვეყანაში.

„პირველ რიგში, ეს არის სახელწიფო საწარმოების ნაწილი, რომელთაც აქვთ იმის პოტენციალი რომ ეკონომიკურ ზრდაში უფრო მეტი წვლილი შეიტანონ, ჰქონდეთ მეტი მოგება. შესაბამისად,  ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი ტემპების მიღწევაში დაგვეხმარონ. მეორე მიმართულებაა  დამატებითი შემოსავლების მობილიზება. აქ, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ პირდაპირ  რომელიმე გადასახადის გაზრდას, არამედ ესაა ადმინისტრირების ნაწილში გაუმჯობესება, იმისთვის, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკა მეტად გამოვიყვანოთ ჩრდილიდან და დაწესებული გადასახადი სამართლიანად გადაიხადოს ყველამ. გარდა ამისა, თითქმის ყველა მიმართულებით დაწესებული გვაქვს შეღავათები, უნდა შევთანხმდეთ, ემსახურება თუ არა ეს შეღავათები მთავარ მიზანს - მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარებას, ან კონკრეტული სექტორის განვითარებას ან აქვს თუ არა მას სოციალური ფაქტორი. თუ ამ მიზნებს არ ემსახურება ეს შეღავათები, სამომავლოდ მათი ეტაპობრივად გადახედვა მოგვიწევს. ეს არის ის მიმართულებები, რომლებიც ვფიქრობ, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ვალის მოცულობა მნიშვნელოვნად შევამციროთ. ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველ 10 წელიწადში ერთხელ, სამწუხაროდ, ხდება ეკონომიკური შოკები და მათზე საპასუხოდ აუცილებლად გვჭირდება  რეზერვი. ამისთვის კი საჭიროა რეფორმების განხორციელება და ქვეყანაში არსებული რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენება", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics