2020-12-25 12:51:36, 521 ნახვა
კომენტარი
პაატა იმნაძე - ახალი წელი მაქსიმალურად ვიწრო წრეში უნდა აღვნიშნოთ, ნუ მივალთ შვილიშვილებთან, ბებო-ბაბუებთან
ახალი წელი მაქსიმალურად ვიწრო წრეში უნდა აღვნიშნოთ, ნუ მივალთ შვილიშვილებთან, ბებო-ბაბუებთან, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, პანდემიიდან გამომდინარე ეს ახალი წელი, განსხვავებული იქნება სხვა წლებისგან.
„მაქსიმალურად ვიწრო წრეში აღვნიშნოთ ოჯახებში ახალი წელი და ვიყოთ ძალიან, ნუ მივალთ შვილიშვილებთანაც კი, ნუ მივალთ ჩვენს ბებიებთან-ბაბუებთან და ყველამ თავის ოჯახებში აღნიშნოს ძალიან ვიწროდ ახალი წელი. სამწუხაროდ, ეს ახალი წელი იქნება ჩვენი ცხოვრების მანძილზე განსხვავებული სხვა ახალი წლებისგან, იმიტომ რომ გვიკრძალავს ჩვენი ოჯახის ახლობლების ნახვასაც კი“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან