2020-12-24 23:12:50, 569 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძის განცხადებით, თებერვალში პარლამენტში მინიმუმ 3-4 პარტია იქნება წარმოდგენილი
ირაკლი კობახიძის განცხადებით, თებერვალში პარლამენტში მინიმუმ 3-4 პარტია იქნება წარმოდგენილი.
„ქართული ოცნების“ წევრმა ასევე აღნიშნა, რომ მმართველი პარტია მრავალპარტიული პარლამენტისთვის ყველაფერს აკეთებს.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მრავალპარტიული სპექტრი ჩამოყალიბდეს. რა და როგორ ბუნებრივია, ამაზე ვერ ვისაუბრებთ ღიად.
ამისთვის მათ შორის, ოფიციალურ ფორმატში ყველაფერი კეთდება. მგონია, რომ მინიმუმ 3-4 პარტია უკვე თებერვალში პარლამენტში წარმოდგენილი იქნება.
გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება ჩვენ მოგვიწევს იანვრის დასაწყისში, თუმცა ძირითადი პროცესი იანვრის მეორე ნახევარში იქნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,