2020-12-24 12:50:41, 628 ნახვა
კომენტარი
გიორგი გახარია - 2021 საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის აღდგენის წელი იქნება
2021 წელი იქნება, განსაკუთრებით მისი მეორე ნახევარი, საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის აღდგენის წელი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, 2021 წელს საქართველო შეძლებს პოსტკოვიდურ ეკონომიკურ კონკურენციაში თქვას თავისი სიტყვა.
„მინდა დაგარწმუნოთ, რომ 2021 წელი იქნება, განსაკუთრებით მისი მეორე ნახევარი, საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის აღდგენის წელი, იქნება წელი, როდესაც საქართველო შეძლებს გლობალურ, პოსტკოვიდურ ეკონომიკურ კონკურენციაში თქვას თავისი სიტყვა, როგორც რეგიონში, ასევე გლობალურად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან