21:17 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-23 12:18:29, 1282 ნახვა

სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი - კორონავირუსის გავრცელების კუთხით რაიმე სერიოზული გამოწვევა ჯარში არ გვაქვს - პროცესს საკმაოდ ეფექტიანად ვმართავთ

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ჯარში სერიოზული გამოწვევა არ არის და სიტუაცია სრულად კონტროლდება. როგორც პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ღარიბაშვილმა განაცხადა, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პირველივე ნიშნების გამოჩენიდან ჯარში მკაცრი კონტროლი დაწესდა. „ჯარი იყო ძალიან ღირსეულად წარმოდგენილი ამ ბრძოლაში. ამ პროცესში რამდენიმე ათასი ჯარისკაცი იყო ჩართული. 85 საკონტროლო გამშვები პუნქტი მოვაწყვეთ პოლიციასთან ერთად და ჩვენ ერთობლივად ვახორციელებდით ღონისძიებებს“, - აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა. მისი თქმით, ამ ღონისძიებებმა ეპიდემიის გავრცელების დიდი პრევენცია მოახდინა.

“ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პირველი ნიშნები შეინიშნა, მაშინვე მყისიერად ძალიან მკაცრი კონტროლი დავაწესეთ, ჯარში იქნებოდა ეს, თითოეულ ბრიგადაში თუ სამხედრო ნაწილში ერთგვარი ფილტრაცია, რაც ჯარისკაცების თერმოსკრინინგს გულისხმობს. ასევე რაიმე სიმპტომის აღმოჩენის შემთხვევაში ხდება ამა თუ იმ პირის დაუყოვნებლივ გადაყვანა, შემოწმება და მკურნალობა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გორის ჰოსპიტალი აღიარებულ იქნა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო საქართველოში პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით. ასევე, დავიწყეთ ადგილზე ტესტირება. გორის ჰოსპიტალში ვატარებთ PCR ტესტირებას. შესაბამისად, რაიმე სერიოზული გამოწვევა ჯარში არ გვაქვს. ამ პროცესს საკმაოდ ეფექტიანად ვმართავთ”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics