11:23 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-21 20:18:31, 466 ნახვა

კომენტარი
ივანე მაჭავარიანი: ის, რომ არჩევნები არ არის გაყალბებული, ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის

„ის, რომ არჩევნები არ არის გაყალბებული, ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის, მათთვის არჩევნების შედეგი  არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ მათი დიდი ნაწილი პარლამენტში შემოსულიყო“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა მედიასთან ოპოზიციის პარლამენტში არშემოსვლის ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.

 მისი განცხადებით, მმართველმა პარტიამ მაქსიმუმი გააკეთა მოლაპარაკებების გზით კონსენსუსის მისაღწევად.

„თუ რამეში არ არის „ქართული ოცნების" ბრალი, ეს არის ის, რომ დღეს ოპოზიცია აქ არ არის. ის, რომ არგაყალბებულ არჩევნებზე ეთქვა, რომ გაყალბებულია, ეს აბსურდია. ის, რომ არჩევნები არ არის გაყალბებული ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის. არჩევნების შედეგი მათთვის არ აღმოჩნდა  საკმარისი პარლამენტში შემოსვლისთვის.

ეს სერიოზული პრობლემაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა არჩევნების ჩატარებას უკავშირდება. ეს ნიშნავს, იმას, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი ნაწილდება ისე,  იქმნება ისეთი ლანდშაფტი, რომელიც სამწუხაროდ, ხელს უშლის კონსენსუსის მიღწევას. არ დაგიმალავთ, ჩემთვის უმჯობესი იქნებოდა, დღეს ოპოზიცია სხდომაზე ყოფილიყო, ასევე დასწრებოდა  ბიუჯეტის განხილვას, არა იმიტომ, რომ მსიამოვნებს, არამედ იმიტომ, რომ თუ არსებობს პატარა შანსი მაინც, რომ იქნება იმგვარი კრიტიკა, რომელიც რაღაც საკითხს გადაგვახედებს, გვაიძულებს უკეთესად გავაკეთოთ, ეს კრიტიკა უნდა გამოვიყენოთ.

ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი კრიტიკა, 80-90%-ის შემთხვევაში, ვიცით რომ ეს კრიტიკა  უსაფუძვლო, პოპულისტურია და ემსახურება სპეკულაციებს, მაგრამ 3%-იც რომ იყოს ჯანსაღი კრიტიკისა, იმსახურებს, რომ აისახოს ბიუჯეტში და ეკონომიკის განვითრებში", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics