15:03 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-19 13:35:27, 598 ნახვა

კომენტარი
საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, სავარაუდოდ, მარტის ბოლოდან მიიღებს

საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, სავარაუდოდ, მარტის ბოლოდან მიიღებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკატერინე ტიკარაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, არ არის განსაზღვრული კონკრეტული ვაქცინა, თუმცა სახელმწიფო მუშაობს, რათა შეძლოს ნებისმიერი სახის ვაქცინის შემოტანა.

„განსაზღვრული კონკრეტული ვაქცინა ნამდვილად არ არის, თუმცა ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, რათა ნებისმიერი სირთულის „ცივი ჯაჭვის“ საჭიროების შემთხვევაში, ქვეყანას საშუალება ჰქონდეს და შემოიტანოს ნებისმიერი ვაქცინა. ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა როგორც შესწავლის კომპონენტში, ასევე ინფრასტრუქტურული გაძლიერების კომპონენტში. შესაბამისად, ქვეყანა იქნება მზად ყველა სახის ვაქცინის მიღებისთვის. დღესდღეობით ძალიან ცვალებადია ის ბაზარი, რომელიც გვპირდება ვაქცინის მოწოდებას. აქედან გამომდინარე, მცდარი მოლოდინების დანერგვის მიღმა მნიშვნელოვანია, ინფორმაცია მოსახლეობას სწორად მიეწოდოს. ვვარაუდობთ, რომ ვაქცინები შესაძლოა, მარტის ბოლოდან გამოჩნდეს ქვეყანაში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics