|
2020-12-18 11:49:50, 516 ნახვა
კომენტარი
ვახტანგ გომელაური - პოლიცია იყო და არის ყველგან, სადაც კი ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ!
„პოლიცია იყო და არის ყველგან, სადაც კი ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ!“, - ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა. გომელაური სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს ფასდაუდებელი შრომისათვის მადლობას უხდის. „2020 წელი ნამდვილად იყო მოულოდნელი და რთული გამოწვევების წელი. მსოფლიო ახალი „კოვიდ 19“-ის პანდემიის წინაშე სულ სხვა რეალობაში აღმოჩნდა, ამ მხრივ არც საქართველო ყოფილა გამონაკლისი. პანდემიამ სრულიად შეცვალა საქართველოს მთავრობის დღის წესრიგი, შესაბამისად, ჩვენიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდი გუნდი - სხვადასხვა დეპარტამენტის შემადგენლობით, მთელი ამ ხნის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდა და ახლაც მუშაობს. ერთდროულად ვზრუნავდით ქვეყანაში წესრიგსა და უსაფრთხოებაზე, ვიცავდით და ვაკონტროლებდით საზღვარს, ვებრძოდით კრიმინალს, ვიცავდით ადამიანის უფლებებს, ვებრძოდით ხანძრებს და სტიქიებს, უზრუნველვყოფდით უსაფრთხო საარჩევნო გარემოს, ვასრულებდით ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ვზრუნავდით საგზაო უსაფრთხოებაზე, ვაუმჯობესებდით ტექნიკურ აღჭურვას, ვზრუნავდით თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე, სოციალური პაკეტების გაუმჯობესებაზე და ამ ყველაფრის პარალელურად, პანდემიის პირობებში, მთავრობასთან კოორდინირებულად, 24-საათიან რეჟიმში ვასრულებდით და ახლაც ვასრულებთ საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. პოლიცია იყო და არის ყველგან, სადაც კი ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ! პანდემიასთან ბრძოლის დროს განსაკუთრებით გამოიკვეთა პოლიციის როლი და მნიშვნელობა ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს იმ ფასდაუდებელი შრომისათვის. პანდემიის პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირითადი დანაყოფები 24-საათიან რეჟიმში მუშაობდნენ. გვიწევდა საგუშაგოების მოწყობა, ჩაკეტილი ქალაქების კონტროლი. ალბათ, ყველას კარგად გახსოვთ ამ ქალაქებში თვეობით ჩარჩენილი, საკუთარ ოჯახებს მოწყვეტილი ჩვენი პოლიციელები. მიუხედავად ამისა, ჩვენ ერთი წუთით არ შევფერხებულვართ კრიმინალთან უკომპრომისო ბრძოლაში, რაც კონკრეტულ ციფრებში აისახა კიდეც. შემიძლია რამდენიმე მაგალითი დაგისახელოთ:
• 2020 წელს, ქვეყნის მასშტაბით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა 5 კანონიერი ქურდი • „ქურდული სამყაროს“ წევრობის, მხარდაჭერისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 49 პირი • ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის დაკავებულია 71 პირი • საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად გამოვლენილია ნარკოდამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი და ამოღებულია 40 კგ „ჰეროინი“ • პასუხისგებაში მიცემულია ნარკოტიკებით ონლაინ ვაჭრობაში ჩართული 16 პირი • დაიხურა 13 ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია • გამოვლენილია ფსიქოაქტიური ნივთიერების დამამზადებელი ნარკოლაბორატორია • უკანონო ბრუნვიდან ამოღებულ იქნა 89 კილოგრამი „ჰეროინი“ • 1 კილოგრამი „კოკაინი“ • 7 000 აბი „სუბოტექსი“/“სუბოქსინი“ • 6,5 კილოგრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ალბათ, ყველას გახსოვთ საგანგებო მდგომარეობის დროს ჩატარებული, გახმაურებული სპეცოპერაცია ბათუმში, როცა ჩვენმა სამსახურებმა უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობითა და პარტნიორობით ამოიღეს 40 კგ „ჰეროინი“, რომლის საბაზრო ღირებულება „შავ ბაზარზე“ 2 მილიონ დოლარს აჭარბებს. ეს იყო წარმატებული ოპერაცია საერთაშორისო ნარკოტრანზიტთან ბრძოლის კუთხით“, - განაცხადა გომელაურმა.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)