2020-12-16 21:06:26, 444 ნახვა
კომენტარი
აფრიკის მკვიდრი კალაძეს - მამაჩემს აქვს გაფორმებული 1 600 კვადრატული მეტი, 32 წელია მასთან შეხება არ მაქვს
„მამაჩემს აქვს გაფორმებული 1 600 კვადრატული მეტი, 32 წელია მასთან შეხება არ მაქვს“, - ამის შესახებ აფრიკის დასახლების მკვიდრი თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე საუბრობს.
მან ასევე აღნიშნა, რომ 5 წლის წინ მისი ოჯახი იყო ინდ. მეწარმე იყო, თუმცა ერთ თვეში ბიზნესი დახურეს.
„კალაძე გამოსულა და ისევ იგივეს იმეორებს, რომ მამაჩემს აქვს გაფორმებული რაღაც 1 600 კვადრატული მეტრი, 32 წელია მამაჩემთან მე ურთიერთობა არ მაქვს, შეხება არ მაქვს.
დედაჩემს ჰქონდა ინდ. მეწარმეობა, ეგეც 5 წლის წინ, რაღაც კაფე-ბარი ჰქონდა, ჩემზე უნდა გამეკეთებინა და ვერ გავაკეთე და 1 თვეში დავხურეთ, ვერ ვამუშავეთ“, - აცხადებს აფრიკის დასახლების მკვიდრი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,