10:30 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-07 12:34:47, 480 ნახვა

კომენტარი
ფინანსთა მინისტრი - ტენდერებს პოლიტიკური ნიშნით არ ვატარებთ და არც ჩავატარებთ

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, სახელმწიფო ტენდერებს პოლიტიკური ნიშნით არ ატარებს.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ტენდერების ჩატარებისას სახელმწიფო ხელმძღვანელობს ქვეყნის ინტერესბითა და იმ სტანდარტებით, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებთანაა თანხვედრაში.

„როდესაც საუბარია ისეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე როგორიცაა, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი და სხვა ისეთი პროექტები, რომელიც დონორის ფულით ფინანსდება, აქ არის ძალიან გამჭვირვალედ და ზუსტად გაწირილი პროცესი, თუ როგორ უნდა მოხდეს ტენდერი. ეს ტენდერები ხდება სრულად იმ წესებით და იმ სტანდარტებით, რომელსაც დონორი ორგანიზაციები ითხოვენ. შესაბამისად, ტენდერის ჩატარების შედეგად იგებს ის კომპანია, რომელმაც საუკეთესო შეთავაზება გააკეთა. თუ მაგალითად, პოლონური კომპანია იქნება საუკეთესო, დამერწმუნეთ, ტენდერში ისიც გაიმარჯვებს.

შესაბამისად, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებით, იმ სტანდარტებით, რომლებიც სრულად თანხვედრაშია საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მათი წესებით და მონიტორინგის ქვეშ ხდება ტენდერები. იმარჯვებენ ის კომპანიები. რომლებიც საუკეთესონი არიან. აქ არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობს. იმის ეროვნული თუ სახელმწიფოებრივი ნიშნით, თუ რომელი ქვეყნიდანაა ტენდერი, ამით არ ვხელმძღვანელობთ. ჩვენ ვხელმძღვანელობთ მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესო შეთავაზებით.

როგორც ვიცი, ჩინეთი არ არის სანქციების ქვეშ მოყოლილი და შესაბამისად, ჩინური კომპანიები ოპერირებენ საკუთრივ ევროპაშიც. აქ არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობს. ჩვენ ტენდერებს პოლიტიკური ნიშნით არ ვატარებთ და არც ჩავატარებთ“, - განაცხადა ივანე  მაჭავარიანმა.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics