|
2020-12-04 20:55:02, 495 ნახვა
კომენტარი
ცერცვაძე - „რემდესივირი“ სახელმწიფოს არ შემოუტანია, მე დავუჯერე ამერიკელებს და ვიმკურნალე
„რემდესივირი“ სახელმწიფოს არ შემოუტანია, მე დავუჯერე ამერიკელებს და ვიმკურნალე“, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მინისტრი თანაახმაა „რედმესივირის“ შემოტანაზე. „კრიტიკაზე ვიტყვი, რომ ეს იყო სრულიად უადგილო კრიტიკა, ადამიანი იმისთვის არსებობს, რომ ვიღაცა გააკრიტიკოს. "რემდესივირი" სახელმწიფოს არ შემოუტანია, მიუხედავად იმისა, რომ მე ვიბრძვი უკვე რამდენიმე თვეა შემოიტანონ, არ შემოიტანეს. მოწინააღმდეგეები იყვნენ, იყო განსხვავებული აზრი ექსპერტების, რომლებიც ამბობენ, რომ "რემდესივირი" არ არის ეფექტური. ჯანდაცვის მინისტრი ახლა გადმოიხარა, რომ შემოიტანოს, მაგრამ ყოყმანობდა გარკვეული პერიოდი, იმიტომ რომ ჩემზე არანაკლები კვალიფიკაციის ექსპერტები ამბობდნენ, რომ არ იყო ეფექტური. ობიექტური საფუძველი გვქონდა მეც და იმათაც. მე დავუჯერე ამერიკელებს, არა ჯანმოს და ვიმკურნალე ამით. მინდა იცოდეთ თქვენ, რომ არსებობს ჯანმოს მხარე, რომლებიც ამბობენ, რომ რემდესივირი არ არის ეფექტური. მე მაინც ვიმკურნალე, ვიყავი ორმაგად რისკის-ჯგუფი, ჯერ ერთი 70 წელს გადაცილებული და მეორე, მე მაქვს მძიმე დაავადება, ასეთი პაციენტები ძალიან დიდი რისკის ქვეშ არიან კოვიდის დროს. ჩემთან პირველი 4 დღე წავიდა იმუნიტეტის ძალიან სერიოზული გაუარესება და ჩამოვიდა მაჩვენებლები კრიტიკულ დონემდე, ამიტომ მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ მემკურნალა. საქართველოში სამწუხაროდ, ვერ შემოვიტანეთ, არ იყო და უცხოეთიდან გამომიგზავნეს, გამოვიყენო და არ მინდა გავუწიო პროპაგანდა, არ მინდა გავაკეთო დასკვნები, რომ მერე ვიღაცა არ დარჩეს იმედგაცრუებული. ეს იყო ერთი შემთხვევა და ჯერჯერობით, ერთადერთი, ჩემზე მედიკამენტმა იმუშავა ძალიან ეფექტურად, იმუნიტეტმა დაიწყო გაუმჯობესება და 5 დღეში დაუბრუნდა საწყისს მდგომარეობას, მაგრამ მე არ ვიცი, ეს იყო დამთხვევა, თუ ეს იყო მედიკამენტის ეფექტი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)