10:46 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-01 15:26:44, 520 ნახვა

კომენტარი
გია ვოლსკი - ასლან ვაშაყმაძის რიტორიკა გამოხატავს საერთო ოპოზიციური გუნდის შინაარსს

მისი ეს ტექსტი და რიტორიკა გამოხატავს იმ შინაარსს, რაც გააჩნია ამ საერთო ოპოზიციურ გუნდს, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ წევრი გია ვოლსკი „გამარჯვებული საქართველოს“ წევრის ასლან ვაშაყმაძის მუქარას სამართალდამცველების მიმართ.

მისი თქმით, ოპოზიციამ დაბალ ღობედ წარმოადგინა და ყველა გაემიჯნა.

„როგორ სამართლებრივ შეფასებას მისცემენ ამ უბადრუკი ადამიანის მუქარის, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, მისი ეს ტექსტი და რიტორიკა გამოხატავს იმ შინაარსს, რაც გააჩნია ამ საერთო ოპოზიციურ გუნდს, ვინაიდან მათი ლიდერი იყო, არის და მომავალში იქნება მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც არანაკლებ მძიმე განცხადება გააკეთა, მე ვიტყოდი უფრო მძიმე განცხადება. დღეს ეს ადამიანი ოპოზიციამ დაბალ ღობედ წარმოადგინა და ყველა გაემიჯნა. სააკაშვილს გაემიჯნონ იმ განცხადებაში, რაც გააკეთა. ერთიც უბადრუკია და მეორეც“,- აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ოპოზიციის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა, ასლან ვაშაყმაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც ხალხს სამართალდამცველებზე ძალადობისკენ მოუწოდებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი ორბანის არჩევნებში დამარცხებაზე: სიძულვილით გამარჯვება შეუძლებელია
ირანმა აშშ დაადანაშაულა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში და უარი თქვა მოლაპარაკებების ახალ რაუნდზე
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics