03:14 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-02 16:11:36, 1347 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის ძალების სამხედრობი გერმანული, მსოფლიო ბრენდის „ჰაიქსის“ ზამთრის მაღალყელიანი ფეხსაცმლით აღჭურვნენ

საქართველოს თავდაცვის ძალებში უკვე დაიწყო სამხედრო მოსამსახურეების უმაღლესი ხარისხის ზამთრის მაღალყელიანი ფეხსაცმლით აღჭურვის პროცესი. სამხედროები ზაფხულში, ასევე მსოფლიო ბრენდის „ლოვას“, ხოლო ზამთარში „ჰაიქსის“ მაღალყელიან ფეხსაცმელს გამოიყენებენ.
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) ეწვივნენ, სადაც სამწყობრო მოედანზე პირად შემადგენლობის გერმანული კომპანია „ჰაიქსის“ წარმოების უმაღლესი ხარისხის ზამთრის ახალი სამხედრო მაღალყელიანი ფეხსაცმლის გადაცემის პროცესს პირადად დაესწრნენ. თავდაცვის ძალები მაღალი ხარისხის ბათინკებით ზამთრის სეზონისთვის, ეტაპობრივად, სრულად დაკომპლექტდება.

გერმანული კომპანია „ჰაიქსი“ მსოფლიო ბაზარზე ფეხსაცმელების მწარმოებელი წამყვანი ბრენდია, რომელიც ცნობილია საიმედო, უმაღლესი ხარისხის და ინოვაციური პროდუქციით. ფეხსაცმელი არის წყალგამძლე და ჰაერგამტარი. გარდა ამისა, „ჰაიქსის“ სამხედრო ფეხსაცმელი კომფორტულია რთულ რელიეფზე გადასაადგილებლად და გააჩნია მოცურებისგან დამცავი ძირი. „ჰაიქსის“ ფეხსაცმლით მარაგდება ამერიკისა და ევროპის ქვეყნების როგორც შეიარაღებული ძალები, სპეცდანიშნულების ძალები და პოლიცია, ასევე სამაშველო ქვედანაყოფები. თავდაცვის ძალების 29 წლიანი ისტორიის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამხედროები „ლოვას“ და „ჰაიქსის“ მიერ დამზადებული ზამთრის და ზაფხულის სამხედრო ფეხსაცმლით არიან უზრუნველყოფილი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics