14:36 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-10 10:38:32, 716 ნახვა

ეკონომიკა
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე პოლონეთში რიგით 25-ე ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

8-10 სექტემბერს პოლონეთში რიგით 25-ე ეკონომიკური ფორუმი იმართება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოდან აცნობეს, ფორუმში მონაწილეობას იღებს 3000-ზე მეტი სტუმარი 60 ქვეყნიდან  - პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ლიდერები ევროპიდან, აზიასა და ამერიკიდან.

10 სექტემბერს, 12:40 სთ-ზე ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოდან სიტყვით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე წარსდგება.

ირაკლი ქაშიბაძე მონაწილეობას იღებს პლენარულ სესიაზე  “ ევროპისა და აზიის ტექნოლოგიური სააგენტოები - თანამშრომლობა ინოვაციებისათვის“ სლოვაკეთის, ჩეხეთის, გერმანიის წარმომადგენლებთან ერთად .

კრინიცას 25-ე ეკონომიკური ფორუმი ყოველწლიურად ტარდება პოლონეთის ქალაქ კრინიცაში. წელს რიგით 25-ე კონფერენცია გაიმართა. ეკონომიკურ ფორუმს ყოველწლიურად 2500-3000 მონაწილე ჰყავს, ეკონომიკის და საზოგადოებრივი ლიდერების სახით.

ფორუმს მასშტაბურ გაშუქებას მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 500 ჟურნალისტი უზრუნველყოფს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics