14:37 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-08 10:56:23, 637 ნახვა

ეკონომიკა
ქადაგიძე: ლარის კურსის ხელოვნურად გამყარება თითქმის შეუძლებელია

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ, თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზები კიდევ ერთხელ განმარტა.

ქადაგიძის შეფასებით, ლარის გაუფასურება ქვეყანაში ექსპორტის და ძირითადი დაფინანსების წყაროების შემცირებამ გამოიწვია. სიტუაციიდან გამოსავალი, მისივე განმარტებით, ქვეყანაში შემოსავლების დაბრუნებაა და არა კურსის ხელოვნურად გამყარება, რაც ყველაზე დიდი რესურსის მქონე ქვეყნებმა - ყაზახეთმა და აზერბაიჯანმაც ვერ შეძლეს.

„საქართველო და რეგიონში ყველა სხვა ქვეყანა, ეკონომიკური შოკი განიცადა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ექსპორტი შემცირდა, შემცირდა ძირითადი დაფინანსების წყაროები, შედეგად ჩვენი ვალუტაც გაუფასურდა. საქართველოს ეკონომიკა ძალიან დოლარიზებულია. მოსახლეობის 60%-ს სესხი უცხოურ ვალუტაში აქვს, შემოსავალი კი ლარში. რეალობაში ერთადერთი გრძელვადიანი გადაწყვეტილება იქნება ქვეყანაში შემოსავლების დაბრუნება. ისეთი პატარა, ღია ეკონომიკისთვის როგორიც საქართველოშია, თითქმის შეუძლებელია ხელოვნურად კურსის გამყარება, თუ ამას დაიწყებ, ეს ნიშნავს, რომ ბაზრის საწინააღმდეგოდ თამაშობ. ამის გაკეთება ნამდვილად შეუძლებელია. ეკონომიკის ისტორიაში წარუმატებელი შემთხვევების ათასობით მაგალითი გვაქვს. ისეთი ქვეყნებისთვისაც კი, რომლებსაც მდიდარი რესურსი აქვთ, ყაზახეთი და აზერბაიჯანი, მათაც ვერ შეძლეს თავიანთი კურსის რეზერვებით შენარჩუნება და გამყარება, მათაც მოუწიათ გაუფასურების ატანა“, - აღნიშნა ქადაგიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics