2020-03-14 17:12:10, 6593 ნახვა
სხვადასხვა
ველური ბუნების სააგენტომ ადგილობრივი სახეობა კაკაბი დაცული ტერიტორიის ბუფერულ ზონაში გაუშვა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტომ, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარედ დაცული ტერიტორიის ბუფერულ ზონაში, პოპულაციის აღდგენის მიზნით, კაკაბის 40 ფთა ადგილობრივი სახეობა გაუშვა.
ღონისძიების მიზანია საქართველოს ფაუნის, იშვიათი და მოწყვლადი სახეობების ბუნებაში აღდგენა.
დაცული ტერიტორეიბის სააგენტო ბუნებაში გაშვებული ფრინველების მეთვალყურეობის მიზნით, ვიდეოხაფანგებს დაამონტაჟებს.
ამ ეტაპზე სააგენტოში ფაუნის სახეობათა გამრავლების და ბუნებაში აღდგენის მიზნით, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად 500 მდე კოლხური ხოხბის ოჯახი; 3000 მდე კაკაბი და 20 ზე მეტი პორფირიონი ანუ ხონთქრის ქათამი ბინადრობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,