2019-12-31 18:52:10, 10406 ნახვა
სხვადასხვა
გრანდიოზული სანახაობა - ავსტრალიაში ახალი 2020 წელი დადგა - ვიდეო
ავსტრალიაში ახალი 2020 წელი იზეიმეს. თბილისის დროით 17:00 საათზე ტურისტები და ადგილობრივები სიდნეის ნავსადგურში შეიკრიბებნენ. დამდეგს ისინი გრანდიოზული ფეიერვერკით შეეგებნენ. თავარი ადგილი, რა თქმა უნდა, სიდნეის ოპერის თეატრია, რომელიც ზუსტად ღამის 12 საათზე საახალწლო ფოიერვერკით იფარება. აქვე ეწყობა საახალწლო ფესტივალი. ბარები და რესტორნები, მიმდებარე ტერიტორიის გარდა, საშუალო და დიდი ზომის გემებზეცაა განთავსებული. ახალი წლისთვის აქ მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ათასობით ადამიანი ჩამოდის.
ავტორი: ექსპრესნიუსი,