2019-05-30 12:24:50, 4581 ნახვა
ევროპის ამბები
უგულავა: გუშინ უმრავლესობას მესიჯბოქსი არ ჰქონდა, მიჰყვნენ ბოდვას - ერთი კი არა სამი ღრმაწყლოვანი პორტი გვინდაო
„ჯერ იყო და ფოთის მერიას გაავრცელებინეს - ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყება. გუშინ საღამოს მესიჯბოქსი არ ქონდა უმრავლესობას. ამიტომ მიჰყვნენ ბოდვებს- ერთი კი არა სამი ღრმაწყლოვანი რატომ არ გვინდაო. ახლა თურნავამ გააუქმა და წარხოცა ფოთის ღრმა წყლები. ის კი არავის გახსენებია, რომ რამდენიმე თვის წინ ეგ ღრმაწყლოვანი ამბავი ბახტაძემ კაფსულის ჩადებით და განახვავებული სასმისით აღნიშნა“.
ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან