01:10 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-30 12:09:29, 661 ნახვა

ეკონომიკა
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში საქართველოს რეგიონებში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები გრძელდება

პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის  „აწარმოე საქართველოში“ფარგლებში,  მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის განხორციელება გრძელდება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, პროგრამა ქვეყნის მასშტაბით დარჩენილ რეგიონებს - კახეთს, მცხეთა-მთიანეთს, შიდა ქართლს, სამეგრელო-ზემო სვანეთს, გურიასა და აჭარას დაფარავს.

30 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, აღნიშნული პროგრამის ადგილობრივი მოსახლეობისათვის გაცნობის მიზნით, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით დაგეგმილია საინფორმაციო სახის შეხვედრები მცხეთა-მთიანეთის და შიდა ქართლის რეგიონებში. შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი, გიორგი ციკოლია, ასევე  რეგიონებში პროგრამის უშუალო განმახორციელებელი ორგანიზაციის წარმომადგენლები. შეხვედრები გაიმართება მოკლე პრეზენტაციისა და კითხვა პასუხის ფორმატით, შესაბამისად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა უშუალოდ პროგრამის ინიციატორებისა და მასში მონაწილე პირებისგან მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია და ჩაერთოს ახალ სამთავრობო ინიციატივაში.

ხაზგასასმელია, რომ კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიასა და აჭარაში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელება 2015 წლის 29 ივნისიდან დაიწყო, 3 აგვისტოს კი ბიზნეს იდეების კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდება, რომელიც შერჩეული ბიზნეს იდეის განხორციელებაში ჩართული მეწარმე სუბიექტის 5000 ლარის ოდენობით (მეწარმეთა ორ კაციანი ჯგუფის შემთხვევაში 10 000 ლარი, ხოლო სამ კაციანი ჯგუფის არსებობის შემთხვევაში კი 15 000 ლარის ოდენობით) თანადაფინანსებას გულისხმობს. განაცხადების მიღება www.qartuli.ge ვებ-გვერდის მეშვეობით არის შესაძლებელი და კონკურსში ჩართვის შესაძლებლობა ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს აქვს, რომელსაც არ გააჩნია სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული დავალიანება, არის ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი პირი ან მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე. პროგრამის განსახორციელებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო 20 000 000 ლარი, ფინანსური მხარდაჭერის ხანგრძლივობის ვადად კი 26 თვე განისაზღვრა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics