16:18 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-26 18:43:13, 622 ნახვა

ეკონომიკა
მეჭიაური: ეროვნულ ბანკს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოში შიდა აუდიტის ჩატარების უფლება ექნება

ეროვნულ ბანკს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოში შიდა აუდიტის ჩატარების უფლება ექნება, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი პირველი მოსმენით იხილავს. მისი თქმით, ამ მექანიზმით უზრუნველყოფილი იქნება, რომ სააგენტო კონტროლს მიღმა არ დარჩეს.

„რომ არ ყოფილიყო კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, რომ ეროვნულ ბანკს სააგენტოზე ზემოქმედების ფუნქცია აღარ რჩება, გადავწვიტეთ, ეროვნულ ბანკს ჰქონდეს მისი შიდა აუდიტის ჩატარების უფლება. ასე სააგენტო კონტროლს მიღმა არ დარჩება. თუ რაიმე დასახვეწი იქნება, მზად ვართ, მეორე მოსმენისას გავასწოროთ“, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics