14:40 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-24 17:59:38, 607 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოში, ჰიდროგრაფიული კომისიების კონფერენცია ჩატარდება

საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის, ხმელთაშუა და შავი ზღვების ჰიდროგრაფიული კომისიების რიგით მე-19 კონფერენცია, საქართველოში პირველად, ბათუმში ჩატარდება. კონფერენციას კოორდინირებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური გაუწევს. ფორუმს, საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის მაღალჩინოსნებთან და საქართველოს სამთავრობო უწყებებთან ერთად, სახვადასხვა წამყვანი ქვეყნის 60 დელეგატი დაესწრება. კონფერენციაზე განიხილება საკითხები ზღვებსა და ოკეანეებში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხარისხის ამაღლებასთან, ასევე საზღვაო სანავიგაციო რუქების წარმოებასთან და ზონების ლიმიტაციასთან (სწორი გადანაწილება) დაკავშირებით.

 როგორც სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურში აცხადებენ, კონფერენცია მნიშვნელოვანია, როგორც საერთაშორისო, ასევე  შიდა ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით.

,,აღნიშნულ კონფერენციას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, როგორც საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი ქვეყნისთვის, რადგან უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფა, მჭიდრო კავშირშია, როგორც ტექნიკურ უსაფრთხოებასთან, ისე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან“, -აცხადებენ, ჰიდროგრაფიული სამსახურში





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics