2015-06-04 17:09:33, 590 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი ხვალ 2.2966 ლარი ეღირება
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის გაცვლითი ახალი ოფიციალური კურსით, ხვალ 1 დოლარი 2.2966 ლარი ეღირება, დღეს კი მისი შეძენა 2.3013 ლარადაა შესაძლებელი. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0047ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში კიდევ გაუფასურდა. 1 ევროს ღირებულება ხვალ 2.6085 ლარი იქნება, დღეს კი მისი ღირებულება 2.5581 ლარს შეადგენს. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0504 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან