2015-06-03 12:16:56, 586 ნახვა
ეკონომიკა
ქუთაისში ყაზახეთიდან დამატებითი ჩარტერული რეისები დაინიშნა
7 ივნისიდან საქართველოში საჰაერო მიმოსვლას ყაზახეთის ავიაკომპანია “Bek Air” დაიწყებს.
ავიაკომპანია მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს შეასრულებს ქუთაისის მიმართულებით ყაზახეთის ქალაქებიდან - აქტაუ და ატირაუ.
ფრენები სექტემბრის ჩათვლით განხორციელდება. აღნიშნული რეისები მთლიანად ორიენტირებული იქნება ყაზახეთიდან ტურისტული ჯგუფების ტრანსპორტირებაზე. საქართველოში მიმღები მხარე კურორტი საირმე იქნება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან