2015-05-08 18:14:01, 1131 ნახვა
Lifestyle
ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ აფხაზ ბავშვს სისხლი სჭირდება
ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ აფხაზ ბავშვს ონკოჰემატოლოგიური დაავადებით, სასწრაფოდ ესაჭიროება პირველი ჯგუფის რეზუს დადებითი სისხლი. ამის შესახებ ინფორმაციას იაშვილის კლინიკის წარმომადგენელი ლელა კიკალეიშვილი ავრცელებს.
პაციენტი მკურნალობის კურს გადის იაშვილის ბავშვთა კლინიკაში.
"ექსპრესნიუსი" მოგმართავთ თხოვნით, დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდეთ მკურნალ ექიმს: გია მესხიშვილის ტელეფონის ნომერზე: 551224781
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან